
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ ლალი მოროშკინას, რომელიც შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, ხელშეკრულების ვადა ივნისში ეწურება, ის დღესვე დატოვებს თანამდებობას.