
თურქეთის ქალაქ ქონიაში, საქართველოს მოქალაქის, 31 წლის რამაზ რამაზაშვილი გარდაიცვალა.
როგორც თურქული ინტერნეტგამოცემა www.ajanskonya.net-ი იუწყება, სამართალდამცველებმა რამაზაშვილის გვამის აღმოჩენისთანავე სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკების ჭარბი დოზა დაასახელა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გარდაცვლილს კი უახლოეს დღეებში სამშობლოში გადმოასვენებენ.