
გურჯაანში 19 წლის ორსული ნინო ზ. მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა: მას შემდეგ, რაც ქმარმა სასტიკად სცემა, ახალგაზრდა გოგო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სპექტრი" ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ გოგო საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, მისთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.