
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, დავით კოდუა უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანოს. ამის შესახებ ნანუკა ჯორჟოლიანი „ფეისბუქში“ წერს.
„ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში . სიცოხლე კი შეინარჩუნა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით, რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან. რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი...
მოკლედ ნოშრევანის "გმირობამ", როგორც თავად იტყოდნენ, იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა, ვიდრე წარმოგვედგინა“.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას 3 მაისს, აბაშიძის ქუჩაზე უცნობი, ნიღბიანი და ელექტროშოკით შეიარაღებული პირები მაშინ დაესხნენ თავს, როცა ის მცირეწლოვან შვილთან ერთად სილამაზის სალონში იმყოფებოდა.
დავით კოდუა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, თუმცა, გამოძიებაში ჯგუფური თავდასხმის ფაქტი არ ფიგურირებს. თავდასხმიდან რამდენიმე საათში პოლიციაში გამოცხადდა ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც აღიარა, რომ დავით კოდუა პირადი შურისძიების მოტივით სცემა, როცა მას შემთხვევით შეხვდა.