
ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მონსიში, რაბინის სახლში დანით შეიარაღებულმა კაცმა 5 ადამიანი დაჭრა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.
მომხდარ ფაქტზე ნიუ-იორკის პოლიციის კონტრტერორიზმის სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.