მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა განცხადებას ავრცელებს

Image

ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი

კაკუბავა განცხადებას ავრცელებს.

 

მიხეილ კალანდიას საქმეზე სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მაძლევს

შემდეგი განცხადების გაკეთების როგორც მორალურ, ასევე სამართლებრივ საფუძველს: ჩემი დისშვილი,

მიხეილ კალანდია არის პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“

ერთობლივი პროექტი. მათი პოლიტიკური ზრახვების განხორციელების მიზნით, შსს-მ, კერძოდ, შსს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიხეილ კალანდიას დაკავებისთანავე, ოჯახი აიძულა

ადვოკატად „აერჩია“ ამირან გიგუაშვილი, რომელმაც გაგვიმწესა ადვოკატად ქალბატონი ანა კოტეტიშვილი, ამ

უკანასკნელმა კი პირველსავე სხდომაზე აღასრულა შსს-ს დავალება, როდესაც ბრალდებულთან არასათანადო

კონსულტაციის შედეგად მიაღწია სხდომის დახურვას. წინამდებარე განცხადების გაკეთების საფუძველი

გამიმყარდა 2019 წლის 26 დეკემბერს, როდესაც მოვისმინე დაზარალებულ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის,

ამირან გიგუაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გაკეთებული განცხადება, სადაც

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დაზარალებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი ქმედება შეაფასა

როგორც შეკვეთილი მკველელობის მცდელობა და იგი შეადარა ქ. თბილისში, ხორავას N4-ში განვითარებულ

ტრაგედიას, როდესაც მოკლეს ორი ახალგაზრდა - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. ეს მაშინ,

როდესაც უკვე დადგენილია, რომ ბავშვებმა სრულიად გულუბრყვილო კონფლიქტის ამოწურვა შეძლეს

საკუთარი ძალებით და არავითარი განზრახვა არც ერთს არ ჰქონია ამ შედეგებით საქმის დამთავრებისა, ანუ

წინასწარ განზრახვით ვინმეს „აჩეხვისა“ და სხვა უბედურებისა”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მიხეილ კალანდიას ბიძა მოუწოდებს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესაც, დაესწროს მიხეილ

კალანდიას სასამართლო სხდომებს და პირადად მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები.

„მინდა, თანავუგრძნო დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზაზა სარალიძეს და მინდა მოვუწოდო მას დაესწროს

სასამართლო სხდომებს, პირადად მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს

ინფორმაცია და არა პოლიტიკური ქულების დაგროვებით დაინტერესებული პირების მეშვეობით მოსმენილი

გაიზიაროს. ვაცხადებ, რომ, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს არანაირი სამართლებრივი და ეთიკური უფლება არ

გააჩნდა გაეკეთებინა 2019 წლის 26 დეკემბრის განცხადება, როდესაც მან ჩემი დისშვილის, მიხეილ კალანდიას

ჯერ კიდევ მიმდინარე საქმეზე დააფიქსირა მისი, როგორც ყოფილი ადვოკატის პოზიცია ბრალთან

მიმართებაში, რითაც მან, როგორც ადვოკატმა, დაარღვია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია,

ადვოკატის ეთიკის კოდექსი. ამ ყოველივეთი ცალსახად ახადა ფარდა ჩემ ვარაუდს, რომ შსს პოლიტიკური

დაკვეთის დაწესებულებაა, როდესაც იგი საპარლამენტო დაკვეთით აკავებს სრულიად უდანაშაულო მიხეილ

კალანდიას და ამავდროულად აჩენს მაღალი ხარისხის ეჭვს, რომ ცოტნე გამსახურდიას საქმე არ არის ყოფით

ნიადაგზე წარმოშობილი, მისი სცენარისტები დიდი ალბათობით, შსს-ში არიან“, - ნათქვამია დიმიტრი

კაკუბავას განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !