სახანძრო სამსახურმა დაახლოებით ერთი საათის წინ მოახერხა ქაშუეთის ეკლესიის სარდაფში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ამ დრომე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი - ცეცხლი, სავარაუდოდ, სარდაფში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.