-
2016-04-03 02:08
საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე (ირაკლი) კოდუა უკრაინული წარმოშობის გოგოსთან ცხოვრობს და მის ცოლად მოყვანას აპირებს, ნანუკა ჟორჟოლიანი ნაწილობრივ ადასტურებს.
"თაიმერს", რომელიც ტელეწამყვანს კომენტარისთვის დაუკავშირდა, მან განუცხადა, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ერეკლე კოდუას მიაწოდა და მან დაუდასტურა, რომ სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მასზე დაქორწინების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს:
..."დამიდასტურა, მაგრამ ცოლის მოყვანას ჯერ არ ჩქარობს, ამის განწყობა ჯერ არ აქვს. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი ოჯახი ამ გოგომ დაანგრია. არავითარ შემთხვევაში! ჯერ ოჯახი ინგრევა და მერე მესამე ჩნდება.
ჩემი და ირაკლის ოჯახი, ალბათ, იმიტომ დაინგრა, რომ ურთიერთობაში ბზარი იყო, სხვანაირად არ ხდება. საერთოდ, ოჯახის დანგრევა მესამეს ბრალი არასოდესაა და ეს ტყუილია. დანარჩენი ირაკლის პირადი ცხოვრებაა და ეს უკვე მე არ მეხება.
ახლა, რომ გითხრათ, წარმატებებს ვუსურვებ-თქო, გულწრფელი არ ვიქნები და ეს ჩემგან დიდი ტყუილი იქნება, თუმცა ირაკლი საბას მამაა და მინდა, რომ კარგად იყოს", - უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა "თაიმერს".
შეგახსენებთ, "თაიმერის" ინფორმაციით, ერეკლე კოდუას რჩეული უკრაინული წარმოშობის გოგო ამჟამად უნგრეთში ცხოვრობს. სააგენტომ მისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.