
2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აუტისტური სპექტრის აშლილობა უდგინდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქცევითი აშლილობის სიხშირე დაახლოებით 40-ჯერ გაიზარდა, რაც ნაწილობრივ ცნობიერების ამაღლებითაც აიხსნება.
კვლევების თანახმად,ბოლო წლებში საქართველოში მიმართვიანობამ საკმაოდ მოიმატა.
დღეს, ორ აპრილს, მთელი მსოფლიოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მშობლებს, რომ პრობლემური ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ პროფესიონალებს, დაიწყონ რეაბილიტაციის პროცესი და შედეგიც არ დააყოვნებს.