-
2016-09-15 19:09
რადიო „აფხაზეთის ხმაზე“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განახლებული ფორმატით დაიწყო მაუწყებლობა, სპორტული სიახლეები ბრუნდება. სპორტის ახალ ამბებს მსმენელი საათში ერთხელ გაეცნობა.
ეს განყოფილება საკმაოდ პოპულარული იყო და წლების განმავლობაში დიდი მოწონებითაც სარგებლობდა, ამიტომ, არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი აღდგენის შესახებ, გაითვალისწინა რა უამრავი შეტყობინებისა და ზარის ავტორთა სურვილი.
რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ სპორტულ სიახლეებს მსმენელებს გააცნობს კარგად ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსანდრე (სანდრო) ცნობილაძე.
შეგახსენებთ, რომ სპორტული სიახლეების გარდა, რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, განახლებული ფორმატის ფარგლებში, კიდევ ბევრი სხვა საინტერესო გადაცემებისა და რუბრიკების მოსმენაა შესაძლებელი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02