სოციალური ქსელის იმ გვერდს, სადაც შინაური ცხოველების ფოტოები ქვეყნდება, მნახველი არ აკლია. ამ გვერდის ბევრმა „ბინადარმა“ პოპულარობა თავისი უცნაური შეფერილობისა და გარეგნული იერის გამო მოიპოვა.
ინსტრაგამის ჰიტ-პარადის ლიდერია ტაქსას და ჩიხუახუას შეჯვარების ნაყოფი, ძაღლი ტუნა, რომელიც პოპულარული გახდა არასწორად განვითარებული თანკბილვის გამო.
ინსტრაგამის 500 ათასი ხელმომწერი ამტკიცებს, რომ ტუჩების და ულვაშების უჩვეულო შეფერილობა ამ ფისოს მისი სხვა თანამოძმეებისგან გამოარჩევს. ხუმრობა ხომ არ არის, სწორედ ასეთ ულვაშებს ატარებდა თვით ერკულ პუარო.
ეს მინიატურული ზღარბუნია ყველაზე პოპულარულია ინსტრაგამის ზღარბებს შორის.
საუკეთესო მეგობრები: ვეიმარანერის ჯიშის მონადირე ხარლოუ და ტაქსას ლეკვი ინდიანა.
გრიფონის ჯიშის ძაღლები დიგბი და ალოიზი ვან ვინკილი ახალი ზელანდიიდან ფოტოკამერებთან ყოველთვის ახალ სამოსში პოზირებენ.
ეს ფოტოშოპი არ გეგონოთ, კატა ვენერა თავისი „ორი სახით“ გახდა პოპულარული.
კატა მეტის სოლი იაპონიაში ცხოვრობს და თავისი მომნუსხველი გამოხედვით გატყვევებს.
კატა რიჩარდი კი სხვადასხვა ფერის თვალებით გახდა ცნობილი.
დღეს მსოფლიოში შიბა-ინუს ჯიშის ძაღლის ყოლა ყველაზე მოდურად ითვლება.
პრინცესა-მონსტრი - სპარსული კატა არასწორი თანკბილვით ნიუ-იორკიდან.