
ამ ფოტოზე გამოსახულია ნატალია პოკლონსკაია, რომელსაც ყირიმის უმაღლესმა რადამ პროკურორის მოვალეობის შესრულება დააკისრა, მოგვიანებით კი ვლ. პუტინმა გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.
პოკლონსკაიას ფოტოები, სადაც ის "ოდნოკლასნიკებში" პოზირებს, ადრეც გავრცელდა, ეს ფოტო კი 2013 წელს მან თავად ატვირთა რუსულ, ონლაინგაცნობისთვის განკუთვნილ საიტზე, თუმცა, პროფილი მაშინვე წაშალა, როგორც კი საჯარო მოხელე გახდა.
შეგახსენებთ, ყირიმის პროკურორის საჯარო გამოსვლებით სახალისო კლიპი "ნიაშ-მაშ, კრიმ ნაშ" არის დამზადებული.