-
2016-02-08 13:30
ერთ დროს პოლიტიკურად აქტიურ მელორ ვაჩნაძეს, რომელიც საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ კვების ობიექტებთან აქციებით დაიმახსოვრა, სადაც პრეზიდენტი სადილობდა, "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე საინტერესო ფოტოები აქვს გამოქვეყნებული.
ამ ფოტოებზე, რომლებიც 2015 წელსაა ატვირთული, მელორ ვაჩნაძე სანადირო თოფით ხელში, SU 001 SS სერიის მანქანის ძარაზე მჯდომია გადაღებული. აქვეა სხვა ფოტოებიც - როგორც ჩანს, ვაჩნაძე მეგობრებთან ერთად მწყერზე სანადიროდ რამდენიმე მანქანით დადის.
ცნობილია, რომ აღნიშნული სახელმწიფო სერიით სუს-ის თანამშრომლები სარგებლობდნენ, ხოლო თუ ნუმერაციას მივიღებთ მხედველობაში, ფოტოზე, შესაძლოა, სუს-ის მაღალჩინოსნის ავტომანქანა იყოს აღბეჭდილი, თუმცა, აღნიშნულ სერიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კავშირს უარყოფს უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი:
"აღნიშნული სერიით მანქანები ჩვენს სამსახურს არ ჰყავს, რაც შეეხება კონკრეტულად ამ მანქანის ნომერს, აღნიშნული ნომერი სუს-ს არასდროს არ ეკუთვნოდა და იყო ერთ-ერთ კერძო კომპანიაზე რეგისტრირებული".