
"ვისაც შია, შეარგოს" - ამ სლოგანით დაიწყო პოეტმა და ქველმოქმედმა დავით გაჩეჩილაძემ საქველმოქმედო აქცია თბილისში, პეკინის ქუჩაზე.
"დღეს დილიდან 100 ცალი სენდვიჩით სავსე ასეთი ყუთი დაიდგმება პეკინის 23 -ის წინ ქუჩაში და 100 მშიერი დაპურდება. ვინც ახლოს მოძრაობთ ხვალ, ზეგ, მაზეგ რაც შეგეძლოთ საკვები შეამატეთ. მომოვალ შაბათს ვეცდები ისევ 100 სენდვიჩი მოვიტანო. მთავარია რომ სხვებსაც მოუნდეს და თუნდაც 2 ლუკმა ყველამ გაიმეტოს", - წერს დავით გაჩეჩილაძე "ფეისბუქში" და ფოტოებსაც აქვეყნებს.