
შაქრო კალაშოვი გათავისუფლებულია. ესპანეთმა კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი რუსეთს გადასცა.
თვითმფრინავი, რომელსაც პატიმარი გადაჰყავდა, დომოდედოვოს აეროპორტში დღეს, დილის 6 საათზე დაეშვა. კალაშოვი პირდაპირ შინაგან საქმეთა სამმართველოს მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, ვინაიდან რუს სამართალდამცველებს ამ ეტაპზე კალაშოვის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
რუსთავი2