
შაბათს "განსხვავებული აქცენტები" ჟვანიას საქმის სკანდალურ მასალებს დაეთმობა. გადაცემას "რუსთავი-2" აანონსებს.
ზურაბ ჟვანიას საქმეში არსებული დოკუმენტები, რომელიც "განსხვავებულმა აქცენტებმა" მოიპოვა, ნათელს ჰფენს აქამდე პასუხგაუცემელ კითხვებს - ვინ არის ჰაკიმ-ფაშა და როგორ აღმოჩნდა მის ხელში საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტომასალა.
დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილს ფოტოები შს მინისტრობის დროს უნდა ჰქონოდა ნანახი.
უკავშირდება თუ არა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან წასვლა ჟვანიას საქმეს, რა გადაწყვეტილება მიიღო კბილაშვილმა ჟვანიას საქმეზე გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე.
პირველად "განსხვავებულ აქცენტებში" ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა.
არის თუ არა ექსპერტი ლევან ჩაჩუა ღარიბაშვილის პირადი პატიმარი.
9 წელი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან. ახალი ფაქტები, დღემდე უცნობი დოკუმენტები და ვიდეომასალა, რომელსაც მაყურებელი პირველად ნახავს.
შაბათს, 22 საათზე "განსხვავებულ აქცენტებში", როგორ ყალბდება ყველას თვალწინ გამოძიება.
"რუსთავი-2"