"ტაბულა" შსს-ს წერილს აქვეყნებს, რომლითაც უწყება ნაცმოძრაობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უარყოფს

Image

"ტაბულა" აქვეყნებს შსს-ს ოფიციალურ წერილს, რომლითაც დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა საქართველოში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბრალდებით.

 

"ტაბულა" წერს:

 

"შსს საერთაშორისო საზოგადოებას კულუარულად არწმუნებს, რომ ენმ-ის მიმართ არ დაუწყია. წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს გაუგზავნა, ტაბულას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. წერილი შსს-ს მიერ არ გასაჯაროებულა.

 

წერილში ვკითხულობთ: “ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შსს-მ დაიწყო სისხლისსამართლებრივი პროცედურები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

 

ეს ინფორმაცია მცდარია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. სამინისტროს სურს გაცნობოთ, რომ არანაირი გამოძიება, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე, არ დაწყებულა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 315-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული კანონმდებლობით იურიდიულ პირს წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შეთქმულების ან ამბოხების მოწყობისთვის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს იურიდიული პირის წინააღმდეგ ან მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ 15 ოქტომბერს გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა, რომ შსს აწარმოებს გამოძიებას სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

 

shss-werili.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !