
ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფება, რომელიც ქუჩაში მდგარ ბოლო მოდელის ავტომანქანებს სპეციალური მოწყობილობით, გასაღების გარეშე ქოქავდა და იპარავდა.
მძარცველებს სქემა ისე მოხერხებულად ჰქონდათ აწყობილი, რომ მოპარული ავტომობილი პირდაპირ კონტეინერში იტვირთებოდა და ერთ საათში უკვე ქვეყანას ტოვებდა.
ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მოპარული ავტომობილები აფრიკის, მალაიზიის და მიამნის მიმართულებით გადაჰყავდათ.
იყო ამერიკაში და კვიპროსში გაგზავნის შემთხვევებიც.