ფურცხვანიძე: კიდევ ერთ ქალს ემუქრება ქმარი მოკვლით, პოლიცია კი ორდერის გამოწერას აჭიანურებს

Image

,,არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი საზარელი ოჯახური კატასტროფის მომსწრენი გავხდეთ,“ – MediaCity - თან საუბარში “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტი მანანა ფურცხვანიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

 

 

,,შემაკავებელი ორდერის გამოწერა პატრულის პრეროგატივაა და იყო დრო, რომ აქტიურად წერდნენ. ახლა საერთოდ აიღეს ხელი და ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ან პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ ან საერთოდ რეაგირების გარეშე ტოვებენ. ათასში ერთხელ არის სათანადო და შესაბამისი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ზუსტად ახლა მაქვს შემთხვევა, სადაც პოლიციის უმოქმედობის მაგალითი სახეზეა.”- ამბობს ფურცხვანიძე.

მისი თქმით, კიდევ ერთ ქალბატონს მეუღლე ემუქრება, ქალი საქართველოს მოქალაქე არ არის. ის შვილთან ერთად იმალება ახლობლებთან.

 

,,საუბარია ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც საქართველოშია გათხოვილი და შვილიც ჰყავს. ეს ქალბატონი ყოფილი მეუღლის მხრიდან დევნას განიცდის და იძულებულია, რომ შვილთან ერთად ხან ერთ, ხან მეორე ახლობელთან დაიმალოს.

 

მეუღლეს ემალება, იმიტომ რომ იმას ცეცხლსასროლი იარაღი აქვს და ემუქრება. ეს ქალი სამშობლოში წასლასაც ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ყოფილი ქმარი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლებას არ აძლევს.

 

ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით შეიძლება ყოველ წუთს, ახალი უბედურება დაატრიალოს. ასეთ სიტუაციაში პოლიცია სასამართლოში დოკუმენტების დროულად გადაგზავნას აჭიანურებს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ისტორიაც იგივე ფატალური შედეგებით არ დასრულდება და უახლოეს ხანებში კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის ან მკვლელობის მოსწრენი არ გავხდებით,“– ამბობს ფურცხვანიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !