
ავსტრალიაში ერთი უჩვეულო შემთხვევა მოხდა: მახრჩობელა გველმა ბინაში კანალიზაციის მილის გამოყენებით შეაღწია და უნიტაზში ამოჰყო თავი. ოჯახის წევრმა გველის თავი უნიტაზის ძირას შენიშნა, სასწრაფოდ გამოვარდა, კარი გარედან ჩაკეტა და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.
რამდენიმე წუთში მოსულმა სპეციალისტებმა უნიტაზიდან დაახლოებით ორ მეტრის სიგრძის ჩვეულებრივი მახრჩობელა ამოიყვანეს და სპეცტექნიკის გამოყენებით ტომარაში უკრეს თავი, ხოლო ოჯახის წევრებს აუხსნეს, რომ უნიტაზის მეშვეობით შესაძლოა, ოჯახს არამარტო გველი, ვირთხაც "ესტუმროს".
"ჩაიხედეთ უნიტაზში, სანამ მასზე დაჯდებით", - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია მოხდარ ფაქტზე ავსტრალიურ მედიაში.