-
2014-10-11 15:40
ცნობილია, რომ აფრიკის ზოგიერთი ტომის მცხოვრები ქალები საკუთარი გარეგნობის წარმოსაჩენას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ერთერთია ფირფიტები ტუჩებსა და ყურებზე. მათი ზომის და დიამეტრის შესახებ ბევრჯერ დაწერილა, მაგრამ იმან, რაც ეთიოპიაში ავსტრალიელმა კინემატოგრაფებმა აღმოაჩინეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ეს 20 წლის გოგონა ირწმუნება, რომ მისთვის ამ ფირფიტის ტარება არანაირ უხერხულობას არ ქმნის და ის ხელს არაფერში უშლის. გოგონა მას სამ წელზე მეტია, ატარებს - მას შემდეგ, რაც ქვედა ორი კბილი ამოუღეს.
ფირფიტის გარშემოწერილობა 59, 5 სმ-ს, ხოლო დიამეტრი 19,5 სმ-ს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ ის ერთერთი ყველაზე დიდი ფირფიტაა მსოფლიოში. რასაკვირველია, ტომში მას სამკაულის დანიშნულება აქვს - ქალები ფიქრობენ, რომ ასე მამაკაცების ყურადღებას იქცევენ.



