-
2014-01-18 23:30
ცნობილი მსახიობი ჰიუ ლორი, რომელმაც განსაკუთრებით გაითქვა სახელი სერიალით „ექიმი ჰაუსი“, რუსულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებს.
ჰიუ ლორის განრისხება „გარდიანში“ დაწერილმა სტატიამ გამოიწვია, სადაც მოთხრობილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულება გეების მიმართ, რომლებიც „სოჭი–2014“–ზე დასწრებას აპირებენ.
რუსული პროდუქციის ბოიკოტირების სურვილი „ექიმმა ჰაუსმა“ „ტვიტერზე“ გამოთქვა:
„ბოიკოტს გამოვუცხადებდი რუსულ პროდუქციას, რომ აკეთებდნენ რამეს, მთელი მსოფლიოსთვის დეპრესიის გარდა“, – წერს მსახიობი მიკრობლოგში. ჰიუ ლორი თვლის, რომ „რუსული არაყის გამოყენებაც კი მხოლოდ იმისთვის თუ შეიძლება, რომ აირღუმელი გამორეცხო“.