-
2014-01-18 19:26
იმ შემთხვევაში, თუ მანქანის კარი ჩაგეკეტათ, გასაღები მანქანაშია, ხოლო სახლში დისტანციური, სათადარიგო გასაღები გაქვთ, მანქანის კარი მობილურითაც შეგიძლიათ, გააღოთ.
ეს ერთი იმ საიდუმლოთაგანია, რომელიც, ზოგადად, მობილური ტელეფონის ფუნქციაშია ჩადებული, ოღონდ, ამის შესახებ ბევრმა არც იცის.
მოკლედ, საჭიროა, გქონდეთ მობილური ტელეფონი და აუცილებლად – მანქანას უნდა ჰქონდეს სათადარიგო გასაღები, რომელსაც დისტანციური დანიშნულებაც აქვს.
ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, იმყოფებით თუ არა იმავე დასახლებულ პუნქტში, სადაც სათადარიგო გასაღები ინახება. ამ მეთოდით მანქანის ჩაკეტილი კარი, შეგიძლიათ, თელავიდან თბილისშიც (ან პირიქით) გააღოთ.
მეთოდი ასეთია: თავდაპირველად რეკავთ სახლში, სადაც სატადარიგო გასაღებია შენახული და სთხოვეთ, აიღოს გასაღები.
მობილური ტელეფონი დაიჭირეთ მანქანის კარებიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრის მანძილზე. იმ დროს, როცა სახლში მყოფი ოჯახის წევრი დააჭერს ხელს მანქანის გასაღებზე არსებულ კარის გაღების ღილაკს (რა თქმა უნდა, გასაღები მობილურ ტელეფონთან ახლოს უნდა იყოს მიტანილი), თქვენი მანქანის კარი გაიღება.