
„კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი კიდევ ერთხელ ეხმიანება კაზანტიპის წლევანდელი ფესტივალის პერიპეტიებს და ამბობს, რომ ყველა წინააღმდეგობას გადალახავს, რათა ისევ „ერთად ვიყოთ“.
" ჩვენ გვიკრძალავდნენ ყველაფერს, თუმცა ვერავინ აგვიკრძალავს გაღიმებას, ბედნიერებას, შექმნას, მიღწევას, ცხოვრებას და სიყვარულს.... ჩვენ შევძელით შეუძლებელი და უმოკლეს ვადებში შევვქმენით რესპუბლიკა ფაქტიურად ნოლიდან. ჩვენ ვაპატიეთ ღალატი ათასობით მოღალატეს, თუმცა ახლობელს....
ჩვენ ვაღწევდით იქ, სადაც არ დაფრინავენ თვითმფრინავები, ვერ მიცურავენ გემები და ვერ მიდიან მატარებლები.... ჩვენ გავდიოდით კლდეებს შორის და ისინი ეცემოდნენ ჩვენ ფეხებთან და გვიკეტავდნენ გზას... მაგრამ ჩვენ მაინც მოვედით... ნამდვილად არ ვიცი კიდევ რა წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ამასაც გადავლახავთ... და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ ერთად ვიყოთ...“, - ამბობს მარშუნოკი.