-
2014-08-28 05:43
თუ ამის ნება იქნება და მიწას არენდით მოგვცემენ, ფესტივალი საქართველოში მომავალ წელსაც ჩატარდება - ამის შესახებ ე.წ. „კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა.
„მიუხედავად ყველაფრისა, მე წლევანდელი პროექტით კმაყოფილი ვარ. ყველა ჩამოსული სტუმარი აღნიშნავს, რომ ასეთი გარემო არც ერთი კაზანტიპის დროს არ დახვედრიათ და რაც ყველაზე მთავარია, თავად ქართველებმა დაინახეს პირადად, რომ ყველა ბრალდება რაც ჩვენს მიმართ გაისმოდა, მხოლოდ ცილისწამებაა და მეტი არაფერი!",- განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.