-
2014-08-28 05:39
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს. ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა პორტუგალიელები 12 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და შეხვედრა ანგარიშით 71:59 დასრულდა.
ქართველი კალათბურთელები შესარჩევ E ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ავტომატურად მოხვდნენ "ევრობასკეტზე".
ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. მათ პირველი ადგილი პორტუგალიის დღევანდელი დამარცხებით მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ექვს თამაშში ოთხი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ორში დამარცხდა.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში გაიმართება.