-
2014-08-27 13:26
ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ზოოპარკში ექვსი წლის პანდა აი ჰინი მაკედ ყოფნის ყველა ნიშანს ამჟღავნებდა (უმადობა, გადაადგილების შემცირება) და ზოოპარკის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ ის დამაკდა, თუმცა, გამოკვლევამ აჩვენა, რომ პანდა არ დამაკებულა.
როგორც "Shanghai Daily"-ს რეპორტაჟშია ნათქვამი, აღმოჩნდა, რომ პანდა მაკეს როლს თამაშობდა, რათა ამ მდგომარეობაში მყოფი ცხოველებისთვის დაწესებული შეღავათები: კონდიცირებული ვოლიერი, მეტი ბამბუკი და ფუნთუშა, უკეთესი მოვლა მიეღო, რაც მოხდა კიდეც, თუმცა გამოკვლევის პასუხების მიღების შემდეგ ის საერთო ვოლიერში დააბრუნეს.
ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ველურ ბუნებაში არაა იშვიათი ცრუ მაკეობა, მაგრამ ტყვეობაში პანდებს ძალუძთ, მაკეობის იმიტაციასაც მიმართონ, რათა მოვლისა და ყოფის უკეთესი პირობები მიიღონ.