
რესტორან "თავადურის" გვერდზე "ფეისბუქში" გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ შეუერთდა რესტორნის ყველა თანამშრომელი "ყინულის გამოწვევას". რესტორნის თანამშრომლებმა ქართული რესტორნები გამოიწვიეს.
"რესტორანი "თავადური" უერთდება საერთაშორისო აქციას Ice Bucket Challenge-ს, ურიცხავს თანხას ამიოტროპული ლატერალური სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს და იწვევს საქართველოში არსებულ ყველა რესტორანს. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე", - აღნიშნულია რესტორნის "ფეისბუქის" გვერდზე.