
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პროგრამა-მინიმუმი - უნგრეთის ნაკრებთან თამაშის მოგება 10 ქულით - ორმაგად შეასრულა და 20 ქულით მოიგო.
საქართველო-უნგრეთის ნაკრებთა შეხვედრა 79:59 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უნგრეთში გამართული შეხვედრა მხოლოდ ერთი ქულით წააგო.
შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. თანაგუნდელებს შორის იდგა ტრამვირებული თორნიკე შენგელიაც, რომელმაც დღევანდელ თამაშში გუნდს 26 ქულა შესძინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი თამაში აქვს დარჩენილი - პორტუგალიის ნაკრებთან.