-
2014-08-23 10:23
"კაზანტიპის რესპუბლიკის" სისხლის სამართლის კოდექსში სულ სამი მუხლია, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს კრიმინალის კვალიფიკაციას აძლევს და დამრღვევს დეპორტაციით ემუქრება. - "რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო კაზანტიპი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა მსოფლიოში.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, იკრძალება ზღვაში მოშარდვა, მოქალაქე გოგონებისთვის თავის მობეზრება და ერთაშორის შუღლის გაღვივება ან კონფლიქტი ეროვნებათაშორის ნიადაგზე.
ამას გარდა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" კონსტიტუციაში "ქვეყნის" რელიგიად სასწაულების რწმენაა აღიარებული, თუმცა, იქვეა მითითებული, რომ სხვა რელიგიის მიმდევრებთან ურთიერთობა არ იკრძალება.
კაზანტიპის ფესტივალის მესამე დღეს მისი მონაწილეები პოლიციის მხრიდან, ლამის რეპრესიებზე საუბრობენ. ტურისტები გაოგნებული დარჩნენ, როცა იმიტირებული ქორწინების დროს პოლიციამ მათ გამოუცხადა, რომ კოცნა აკრძალულია:
"პოლიცია მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ კოცნა აკრძალულია, რის შემდეგაც ჩვენ კოცნა შევწყვიტეთ", - ამბობს ერთერთი სტუმარი გოგონა. პოლიციის მხრიდან გამოჩენილ გადამეტებულ სიმკაცრეზე სხვა ტურისტებიც საუბრობენ.
ტელეკომპანია "მაესტრომ" სწორედ ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და კაზანტიპის მესამე დღეზე სიუჟეტი მოამზადა.
