
გლადიატორი
GLADIATOR
პირველი ფილმი რომელიც, მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ გაგვიზიარა გლადიატორ მაქსიმუსზეა. ის იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით. დანარჩენს ფილმში თავად ნახათ.
ეშმაკი ატარებს პრადას
The Devil Wears Prada
ალბათ ამ ფილმის გაგება სულაც არ გაგკვირვებიათ, უკვდავი ფილმი, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგონაზე მოგვითხრობს. მან კოლეჯი ახლახანს დაამთავრა, მიემგზავრება ნიუ-იორკში და ოცნებობს გახდეს ჟურნალისტი. ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი.
სექსი დიდ ქალაქში
SEX AND THE CITY
რაც შეეხება მესამე ფილმს, ის მოგივთხრობს ოთხი განსხვავებულ და საოცრად მიმზიდველი ქალის ცხოვრებაზე. მათ სხვადასხვა შეხედულებებზე და მიდგომებზე ცხოვრების მიმართ.