
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის ატირების მიზეზთან დაკავშირებით მისი ადვოკატი განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის ატირების მიზეზი მისი შვილის მიერ გაგაზავნილი ბარათი გახდა.
დათუნა მერაბიშვილის ბარათზე დაწერილია:
„ვანო, მოდი მალე“, - ბარათზე ასევე ბავშვის ხელის ანაბეჭდია მოხაზული.
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მის ოჯახის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რის გამოც ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი ყოფილი პრემიერიმინისტრი ატირდა.