
ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და გამოთქვა მოსაზრება მისი განადგურების აუცილებლობის შესახებ, რაზეც გოკა გაბაშვილი მწვავედ შეეპასუხა.
„ცხრა აპრილამდე კომუნისტური პარტიის წევრი იყავით, მორალს რა უფლებით მიკითხავთ? სადისტი ბედუკიძე თქვენი გმირია, რა ნამუსით აკრიტიკებთ ნაციონალურ მოძრაობას?“, - ჰკითხა მას გოკა გაბაშვილმა.
ამ რეპლიკაზე ვოლსკიმ უპასუხა, რომ ის პარტიას აკრიტიკებს და არა პირადად გაბაშვილს - „მე ვაკრიტიკებ პარტიას, რომელიც ადამიანებს ხოცავდა, აწამებდა და უსამართლოდ მართავდა ქვეყანას“.
„რუსეთის დაზვერვის ოცნებები შეასრულეთ 15 წუთში, ჩვენ რაღას გველაპარაკებით?!“ - უპასუხა გაბაშვილმა.