
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, შეეხო რა საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „პუტინის განდემონიზების“ გზას დაადგა.
გიგა ბოკერიამ ამ საკითხებზე შაბათს, „კურიერის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის მითს, თითქოს „საქართველოს მტრები ვართ ჩვენ, ყოფილი ხელისუფლება, ხოლო ესენი რუსეთთან ალაგებენ...
გაგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან გააოცა CNN-ის ჟურნალისტი, რომელსაც ლამის თავს დაესხა, როგორ შეადარე ჩვენი და უკრაინის მოვლენები ერთმანეთსო და ჭკუაც კი დაარიგა უკრაინას, როგორ უნდა მოქცეულიყო რუსეთთან მიმართებაში. ჟურნალისტი გაოცებული უყურებდა, როცა ეს პასუხი მიიღო მისი შეკითხვისთვის - ხომ გაგონებთ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა თქვენთან ერთხელ უკვე მომხდარსო...“
გიგა ბოკერიამ კახა კალაძის განცხადებაც გაიხსენა, სადაც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდი სახელმწიფოების „ამ რაღაც პოლიტიკაში ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ, რადგან გალახულები გამოვალთ“:
„ეს კონცეფცია ძირითადად პუტინის მომხრეებს აქვთ, რომ ეს დიდი ბიჭების თამაშია და არავინ არ უნდა ჩავერიოთ. ამას იმეორებენ სიტყვასიტყვით და ვერ ხვდებიან, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის მათ ისევე უნდათ თავისუფლება, როგორც ჩვენ...
ამ ხალხს აქვს კონცეფცია, რომ პუტინს და რუსეთს არ უნდა დაესხან თავს და ატყუებენ ხალხს, თითქოს ეს რაღაც ტაქტიკაა და საქართველოს ინტერესები ასე უფრო იქნება დაცული.
ეს სისულელეა, რადგან რუსეთის ამოცანები საქართველოს და სხვა მეზობლების მიმართ არ განისაზღვრება იმით, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი რას იტყვიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.