
"ის, რასაც სასამართლო პროცესზე პროკურატურა აკეთებდა, პოლიტიკა კი არა, ადამიანური სახის დაკარგვაა, მე მრცხვენია პროკურატურის ნაცვლად", - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უკვე იყო გადაწყვეტილი, პროკურატურა იქცეოდა სამარცხვინოდ და რამდენიმე საათი მოიპარა, რომ ადამიანს ის დრო თავისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან არ გაეტარებინა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ დარბაზიდანვე გაათავისუფლა.