უილიამ დანბარი: რატომ ვერ გახდება ბათუმი "ახალი სენ-ტროპე" და სიღნაღი - "სიყვარულის ქალაქი"?

Image

სტატია "ტურიზმი", რომელიც "ტაბულაში" 2010 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა, სწორედ იმ გახმაურებული სტატიის ავტორს ეკუთვნის, რომელმაც ბოლო დღეებია, საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. სტატიაში საუბარი იყო ქართული სამზარეულოს მოსწაყენობასა და ერთფეროვნებაზე, ხოლო სათაურში გამოტანილი "რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს", ლამის ეროვნულ შეურაცხყოფად იქნა აღქმული.

 

ამ სტატიაში კი, რომელსაც "ტაბულიდანაა" აღებული, დანბარი საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრობს და წერს, რომ ევროპელი ტურისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწყდებიან ამ ქვეყანას, თუკი აქ ნახავენ არა იმას, რითაც ეს ქვეყანა დანარჩენ ევროპას ჰგავს, არამედ იმას, რაც მას დანარჩენი ევროპისგან განასხვავებს.

 

ტურიზმი 

 

ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა, იმედი, შეიძლება, ცოტა გაგიცრუვდეთ. ეს ამბავი ბათუმს ეხება. აი, რა მინდა გითხრათ: არა აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება ბულვარი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეშენებელური სასტუმრო აშენდება, არც იმას აქვს მნიშვნელობა, პლაჟებზე კენჭები ოქროსფერი ქვიშით შეიცვლება თუ არა – ბათუმი ვერასდროს გახდება ახალი სენ-ტროპე.

 

ცუდად არ გამიგოთ. არ ვამბობ, რომ ბათუმი არ არის ლამაზი ქალაქი, პირიქით, ვფიქრობ, შესანიშნავია, განსაკუთრებით, შემოდგომაზე. თუმცა, რაც შეეხება მედეას ქანდაკების ჩრდილში წინანდლის მწრუპავი მილიონობით დასავლელი ტურისტის ხილვას – ეს არ მოხდება.

 

ბათუმი ნამდვილად იქნება სავსე საშუალო ფენის სომხებითა და აზერბაიჯანელებით, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთში ზღვა არ არის, აზერბაიჯანში კი ბევრი ნავთობია. სასწაული რომც მოხდეს და საერთოდ არ იწვიმოს, რატომ გადაიხდის ხალხი მეტს საქართველოს ზღვის სანაპიროზე დასვენებაში, როდესაც თურქეთში, ესპანეთში და ფლორიდაშიც კი შეიძლება გაცილებით იაფად დასვენება?

სხვა რამეც არის. სიღნაღი. ის ლამაზი, მართლა ლამაზი ქალაქია. მაგრამ სიღნაღი არც ტოსკანაა და არც პროვანსი. სამხრეთ ევროპის მთაგორიან ადგილებში ყველა პატარა ქალაქი თითქმის ამ ტიპისაა, სიღნაღი კი გაცილებით შორსაა. გარდა ამისა, „სიყვარულის ქალაქის” სიმბოლოდ ქცევა რაღაა? მგონი, პარიზი ამის სიმბოლოდ კარგა ხანია, რაც იქცა.

 

იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველო ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ეს ქვეყანა, ალბათ, ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილია, რაც კი მინახავს. მაგრამ, არასწორად ყიდით. საქართველოს ხიბლი ის არის, რომ ეგზოტიკური, განსხვავებული და ცოტაც ამაღელვებელი ქვეყანაა. ოღონდ არა ის ადგილები, რომლებიც დასავლური კურორტების ზედმეტად გადაპრანჭულ, დაბალფასიან ვერსიებს წააგავს. არც ერთი ფულიანი დასავლელი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სული აქვს, ნახოს, როგორი მომსახურებაა შავი ზღვის წვიმიან პლაჟებზე (ესეც ქარაგმა, რომ მომსახურების დონე ახლოსაც ვერ მივა სერვისთან ეგეოსის ზღვის მზიან პლაჟებზე).

 

თუმცა, ტურისტები საქართველოში ჩამოვლენ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონისთვის, „ბეჭდების მბრძანებლის” მსგავსი სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის რეგიონებისათვის, უნიკალური ბუნებისა და გარეული ფრინველების ცქერისთვის და გასაოცარი კულტურის, საკვებისა და სასმელისათვის.

 

ცხადია, შესანიშნავია, საქართველო რომ ვითარდება, ახალი სასტუმროები რომ შენდება, რაღაც-რაღაცები რომ რესტავრირდება და მთელი ქვეყანა რომ „ევროპულ სტანდარტებს” – ამ ბუნდოვან ცნებას, ყველა მანტრასავით რომ იმეორებს – უახლოვდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში საუკეთესო არის ის, რაც მას დანარჩენი ევროპისგან განასხვავებს და არა ის, რაც ამსგავსებს. აბა, შეხვედრამდე, სენ-ტროპეში.

 

წყარო: "ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !