ცნობილი ქართველი მწერალი, აწ გარდაცვლილი რეზო ჭეიშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებებთან იშვიათად, მაგრამ მაინც საუბრობდა საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებზე. გთავაზობთ ფრაგმენტს, სადაც მწერალი რუსეთთან მეზობლობის თემას ეხმიანება.
“...ან, რანაირი ქვეყნის სიყვარულია, მტერთან გარბოდე და ძეგლებს უხსნიდე გაჯგიმული, ისტორია მაინც არ წაგიკითხავს, შე კაიდედმამიშვილო? შაჰის ხალათზე გაცვლილ ქვეყანაზე არაფერი გაგიგია?
გაავერანო, დაბომბო და მერე ილაპარაკო, კეთილი მეზობლები ვიყოთო? კეთილი მეზობელი ისეთი ვიცი მე, მისი გადახურული ბოსლის სახურავიდან თუ წვიმის წყალი გადადის მეზობლის ეზოში, ის რომ შეაწუხებს.
სახლში რომ შემომივარდები და ჩემს ოთახებში მოიკალათებ, თანაც, რომ მეუბნები, ჩემია და თუ აღიარებ, რომ ჩემია, ცოტა ხნით შენც შემოგიშვებო, ეგაა მეზობლობა?…”