
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმიანება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2006-2012 წლებში საქართველოში 23 პოლტიკური ნიშნით დევნილი პედაგოგი და დირექტორი აღმოჩნდა.
დიმიტრი შაშკინი წერს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „ათასობით პოლიტიკურად დევნილი პედაგოგის“ შესახებ კიდევ ერთი მითი გასკდა საპნის ბუშტივით და „ფეისბუქზე“ იმეორებს ფრაზას, რომელიც „იმედის“ ახალ ამბებში გასულ მის კომენტარში არ მოხვდა:
„დღეს „იმედის“ ახალ ამბებებს რომ ვუყურებდი გამახსენდა სიტყვები: ცირკი წავიდა, კლოუნები დარჩნენ. მავნებელი განათლების მინისტრი სანიკიძე ითხოვდა სააკაშვილის მთავრობის განათლების მინისტრების დაჭერას...
2 წლის წინ ახალი ხელისუფლება ცუმპა-რუმპით აცხადებდა ათათასობით პოლიტიკურად დევნილი პედაგოგის არსებობაზე, მერე ეს რიცხვი დავიდა 2 000 -დე, მერე 1 000-დე და დღეს თავისი ჯიბის არასამთავრობოების მეშვეობით გამოაცხადეს, რომ არის 23 პოლიტიკურად დევნილი პედაგოგი 2006-2012 წლებში. კიდე ერთი მითი გასკდა საპნის ბუშტივით.
მე არ ვაპირებ შინაარსობრივ კამათს მავნებელ სანიკიძესთან, მინდა მხოლოდ განვმარტო კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს კანონდებლობით განათლების მინისტრი არ ნიშნავს და არ ანთავისუფლებს პედაგოგებს. მას ეს უფლება არ აქვს. სანიკიძემ ეს არ იცის, მას არც განათლება აქვს ამისთვის და ვერც ისწავლა ვერაფერი 2 წლის განმავლობაში.
ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელის განთავისუფლება კი მისი კომპეტენციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა... იმედის ჟურნალისტს დღეს კომენტარში ვუთხარი, რომ მთავრობამ ბოდვას თავი უნდა დაანებოს და ხალხს მიხედოს, ხალხს.
ბუნებრივია ეს ეთერში არ გაუშვეს ამიტომ ვიმეორებ: გაანებეთ შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, იქ კატა, უბრალოდ, არ არის. ხალხს მიხედეთ, ხალხს...“, - წერს დიმიტრი შაშკინი.