-
2015-04-17 01:24
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს, რომ ინტერპოლის მიერ ზურაბ ადეიშვილისა და სერგო ქავთარაძის ამოღება წითელი ცირკულარიდან პროკურატურის უუნარობის ბრალია.
"ინტერპოლი თუ ინტერპრო...ი... ნაცები და მათი ჯიბის ,,ცრუსთავი -2" სიხარულისგან ნასკებიდან ხტებიან, ზურაბ ადეიშვილის შემდეგ, ,,ინტერპოლმა" საერთაშორისო ძებნა თბილისის განვითარების ფონდის ყიფილ ხელმძღვანელზე სერგო ქავთარაძეზეც შეაჩერაო!
უუნარო პროკურატურა რომ გვყავს, ეს არახალია! თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ადეიშვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნაში მთავარი როლი მაინც ჩვენმა ამერიკელ-ევროპელმა ცივილიზებულმა მეგობრებმა შეასრულეს!
დიახ, ეს ინტერპოლი თუ ინტერპრო...ი სწორედ, ამერიკა-ევროპის უკანალ-ნაცია და რასაც ეტყვიან, გაერო-ს გაჭირვებული გენსეკისა არ იყოს, იმას გააკეთებს!
აქედან დასკვნა:
1. დასავლეთს ადეიშვილისნარი ნაცები დარჩენილი უკრაინის მოსასრიალებლად სჭირდებათ!
2. დასავლეთს ნაცმო-ს გადარჩენა, საქართველოში ყველაფრის მკადრებელი მარიონეტული ძალისთვის ეაუცილებლებათ!
3. დასავლეთი დაუფარავად და ცინიკურად გვიკრძალავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც დღემდე დაუსჯელები არიან სააკაშვილი და ადეიშვილი, აკრძალულია მართლმსაჯულების განხორციელება!
არადა, ჩვენს დიდ ევრო-ამერიკელ მეგობრებს, სააკაშვილიც და ადეიშვილიც, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, უკვე, თავად უნდა ჰყავდეთ კარგა ხნის გასამართლებული!.." - წერს გიგაური.