თამარ ჩერგოლეიშვილის ჩამონათვალი: „პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როცა...“

Image

„ტაბულის“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს ხელმძღვანელობას მიმართავს და იმ ჩამონათვალს უგზავნის, რის გამოც, მისი აზრით, პოლიციას ძალა ეცლებოდა და ეცლება.

 

1. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც ღარიბაშვილის, მისი სიმამრის და ხვედელიძის უშუალო მონაწილეობით შექმენით ე.წ. პოლიტპატიმართა დაჯგუფებები, რომლებსაც პოლიციელის ცემა 100 ლარი უჯდებოდათ, ისიც იმიტომ რომ კამერამ აღბეჭდა.

 

2. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც თვალთმაქცობდით და ოპოზიციის დასარბევად სუსის გაგზავნილ ბანდეროლოგებსა და ოპოზიციას შორის აყენებდით. ოპოზიციისთვის ნასროლი კვერცხები მათ ხვდებოდათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ეს კვერცხები თავიანთი კოლეგების მითითებით იყო ნასროლი.

 

3. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ როდესაც მაღალჩინოსნებმა მეგობარ ქალებს ჩააგონეს, რომ პოლიციელების ფურთხება მოსულა, ხოლო როცა გამოაშკარავდა რომ ეს ასეა, ცინარიძე ისევ თანამდებობაზე დარჩა.

 

4. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც ფირცხალავას და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენებების გამოძალვის მოტივით 7 სპეცრაზმელი დაატყვევეთ და დღემდე ტყვეობაში გყავთ.

 

5. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც პოლიციელის მკვლელ დევაძეს საზღვარზე აპარებდით და გააპარებდით კიდეც, რომ არა სხვა, კოლეგა პოლიციელების პრინციპულობა.

 

6. პოლიციას ძალას აცლით მაშინ, როდესაც პოლიციელების მიერ წელში გადატეხილი ქურდული სამყაროს დეპორტირებულ წარმომადგენლებს ტრაპთან ხვდებით და მეგობრების მონახულების შემდეგ, მეზობელ ქვეყნებში გადაგყავთ.

 

7. პოლიციას ძალას აცლით მაშინ, როდესაც მათგან დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებას ითხოვთ და დანაშაულის რეგისტრაციას უკრძალავთ - იმ მიზნით, რომ თქვენი მახინჯ სახეს ვუალი ეფაროს.

 

8. პოლიციას ძალას აცლით მაშინ, როდესაც კრიმინალთან კავშირში პოლიციის მაღალჩინოსნების მხილებისთვის პატიოსან პოლიციელებს კანონდარღვევით ყრით სამსახურებიდან.

 

9. პოლიციას ძალას აცლით მაშინ, როდესაც სამსახურებიდან ყრით თავიანთი მოვალეობების შესრულებისას თუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს აწყენინებენ.

 

10. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც კრიმინალებს ძეგლი დაუდგით.

 

11. პოლიციას ძალა გამოაცალეთ მაშინ, როდესაც მინისტრად ჯერ ყველას მიერ საცინად აგდებული ჭიკაიძე დაუნიშნეთ, ხოლო ახლა ბიძინას პირადი დაცვის უფროსი მართავს.

 

12. პოლიციას ძალას აცლით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ტელევიზორს რთავენ და ისმენენ, რომ კვლევების მიხედვით საზოგადოებაში მათი ავტორიტეტი ყოველდღე ეცემა.

 

ჰოდა ნუ გიკვირთ, რომ ეზიზღებით პოლიციელებს. თქვენდამი ზიზღი იმ მიტინგებზე იგრძნობა, სადაც ისინი ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !