-
2015-04-04 14:10
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" აქვეყნებს საფრანგეთში გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ალასანია ხელს აწერს მემორანდუმს. ნათია ფანჯიკიძე ფოტოებს შეკითხვას: "ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?" და ირონიულ კომენტარს ურთავს.
"ეს კაცი მარტო არ გაიშვება არსად, მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და აწერდა ხელს და თურმე ქორწინება გაუფორმებია.
მაშინ უნდა გავშორებოდი, პირველად რომ მიმითითეს. დამღუპავს გულუბრყვილობა.
პ.ს. ერთი რაჭაში, ჩემს სოფელში მომეხმარეთ ელემენტარულ კეთილმოწყობაში, წყლის საკითხის მოწესრიგებაში და წავალ, ვიბუჩქუტუნებ ჩემთვის, სტაფილოს მოვიყვან, გამოგიგზავნით კიდეც.
ამასაც წავიყვან მოტყუებით, ატაში მიმყავხართქო და მივასკოჩავ ამირანივით რომელიმე ხომლს ახლომახლო. გინდა თავი დაგიცვიათ, გინდა ჩრდილო კორეას შეერთებიხართ. არ მომკლეს ეს ჩიტოსანი ქალი?", - წერს ნათია ფანჯიკიძე.



