
თედო ჯაფარიძის აზრით, ცვლილებების რეალიზება ხალხმა უნდა მოახდინოს და მათთან მეტი ურთიერთობაა საჭირო. ჯაფარიძე ამ დასკვნამდე, მისივე თქმით, მენაზუქესთან საუბრის შემდეგ მივიდა:
“როცა ქუთაისში მოვდიოდი, სურამთან გავაჩერე, სწორედ იქ, სადაც ცნობილი ნაზუქები კეთდება და ჩემს ნაცნობ მენაზუქეს ვკითხე, ასეთი მნიშვნელოვანი დღეა ხვალ საქართველოსთვის და თქვენ რას ფიქრობთ–მეთქი. მან ზუსტად ის პასუხი გამცა, რაც ალბათ, მოულოდნელი არ იყო ჩემთვის: „ჩვენ თქვენ ფარასავით მოგყვებითო“.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ხვალიდან ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ, ანუ ჩვენს მიერ მიღებული ცვლილებების რეალიზება ხალხმა უნდა მოახდინოს და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სწორედ პარლამენტს ენიჭება. აუცილებელია მეტი ურთიერთობა ხალხთან“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.