ივანიშვილი: "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის"

Image

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი უარყოფს თავის 2012 წლის განცხადებას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა. მან ჟურნალისტები სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

 

"მე მსგავსი სიტყვები არ მითქვამს, შვილო. მაგასაც ცრუობთ. "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის და კეთილი ინებეთ და პუნქტუალობას მიეჩვიეთ. პუნქტუალობას მიეჩვიეთ... მე რასაც ვსაუბრობდი და როგორც ვსაუბრობდი, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ვამბობდი, რომ ოცი წელიწადი უნდა, ოცი წელიწადი...

 

სააკაშვილივით, თქვენი ლიდერვიით კი არ ვიტყუებოდი. ოცი წელიწადი სჭირდება იმას, რომ ევროპის მსგავსი ქვეყანა აშენდეს საქართველოში. მე მოსული არ ვიყავი ჯერ ხელისუფლებაში, რომ ამას ვამბობდი და არ მეშინოდა ამის, რომ საზოგადოება შეჩვეოდა და არ გაჩენოდა ცრუ მოლოდინები" - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ცნობისთვის, 2012 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია ქართული ოცნების მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ზრდაზე შემდეგი განცხადება გააკეთა.

 

"რაც შეხება ეკონომიკის ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი" - განაცხადა ივანიშვილმა 2012 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.

 

"ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !