
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელია, რათა საქართველოში მოვიდეს ის ძალა, რომელსაც არ შეეშინდება, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არათუ ქვეყნის მართვა, ჩხუბიც კი არ შეუძლია.
"ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ახალი პარლამენტი, ნამდვილად სჭირდება რეალური ხელისუფლება, რომელსაც არ შეეშინდება ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევა, არ შეშინდება დამნაშავეების დასჯის და არ შეეშინდება იმის გაკეთება, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს.
ეს აუცილებელია, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. თუ ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო სახელმწიფოდ დარჩეს, და მართლაც არ გადაიქცეს ტერიტორიად, რომელზეც აუცილებლად მობრუნდებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
ამას ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩვენ ისიც დავიხანეთ, რომ თურმე "ქართულ ოცნებას" არამარტო ქვეყნის მართვა არ შეუძლია, არამედ ელემენტარულად ჩხუბიც კი. სამწუხაროა ბატონებო" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.