
გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება „დასავლეთის ბნელ ძალებს“ არ მოსწონთ: „თუ ევროპისთვის დემოკრატიაა ის, რომ ბოროტმოქმედ, ძებნილ სააკაშვილს, მოქმედ პრეზიდენტზე წინ დასვამ ევროპარლამენტის დარბაზში, გავარტყი მე ეგეთ დემოკრატიას!“, -
ეს პოზიცია გოგა ხაინდრავამ „ალიასთან“ ინტერვიუში გამოხატა და დაამატა, რომ „ნაციონალები“და სხვა, „ბიძინას მიერ ჭაობიდან ამოყვანილი ვაიპოლიტიკოსები“ პარლამენტში ერთობლივად გამოდიან ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
„დასავლეთის ბნელ ძალებს არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს და არც მოსკოვის. ჩვენი ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს და მეტი რა უნდა გააკეთოს. ყველაზე დიდი ჯარი მთელ მსოფლიოში საომრად ჩვენ გვყავს გაგზავნილი, ყველაფერზე თანახმა ვართ და მეტი რა გავაკეთოთ?..
მაგრამ არა, მაგათ მონები სჭირდებათ, ისეთი, თითს რომ დააჭერ, გამოხტება სააკაშვილი და ყეფას დაიწყებს, როცა მოუნდებათ, თითის დაჭერით ლომაია ამოხტება და დაიწყებს ყეფას... ღარიბაშვილი ასე არ იქცევა და მით უმეტეს ივანიშვილი, იმიტომაც მიდის ეს შეტევა.
ივანიშვილს უტევენ, იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, დღეს მუხა არის ივანიშვილი, ის უნდა მოიჭრას და ამაზეა ყველა დაგეშილი.
ვისაც ჰგონია, რომ ბრიუსელსა და ვენაში, ვაშინგტონში ან მოსკოვში გადაწყდება საქართველოს ბედი, მინდა ვუთხრა, აქ მოუწევთ ხალიჩაზე გამოსვლა, ქართველი ხალხი იქნება გადამწყვეტი და აქ ვიჭიდავებთ, ამ მოედანზე!..“, - ამბობს „ალიასთან“ ინტერვიუში გოგა ხაინდრავა.