
გოგა ხაინდრავა „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ისინი, ვინც უკრაინიდან იარაღასხმული მოუწოდებენ ქართველ მებრძოლებს, ახალაიას უახლოესი გარემოცვაა და „ზონდერები“, „ნაიომნიკები“, ბოროტმოქმედები და მამაძაღლები“ არიან.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ „აბსოლუტურად სწორი“ განცხადება გააკეთა. გოგა ხაინდრავა იმასაც ამბობს, რომ ბევრი უკრაინაში „კეთილი ნებითაც“ იბრძვის, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი შემართებით არა სხვის ომში, არამედ საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გვებრძოლა და დღენახევარში ომს არ წავაგებდით.
„ახლა მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, შეიძლება სწორ დროს არ იყო ნათქვამი, მაგრამ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ, იმიტომ, რომ სააკაშვილი და ეს ბოროტმოქმედები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს ცეცხლში ჩაგდებას. მათი მიზანია ჩვენი ჩათრევა ომსა და უბედურებაში. მათ სხვა დანიშნულება და დავალება არასდროს არ ჰქონიათ არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან...“;
„ეს იარაღასხმული ვაჟბატონები, ტელევიზორში რომ მოუწოდებენ ქართველ მებრძოლებს, ახალაიას უახლოესი გარემოცვაა, ესენი არიან "ზონდერები", არც უკრაინისთვის მებრძოლები არიან და არც საქართველოსთვის, როგორ შეიძლება "ზონდერი" მებრძოლი იყოს?!
ბოროტმოქმედები არიან, "ნაიომნიკები", მამაძაღლები, მინდა მათ ვუთხრა, - მამაძაღლები იყავით საქართველოში, როდესაც ახალაიას ბანდებში ბრძანდებოდით და ისეთივე მამაძაღლები ხართ, ოღონდ ამ მამაძაღლობას ახლა უკრაინაში სჩადიხართ. აქ ვერ გაგივიდათ, ახლა ცდილობთ, ის ქვეყანა გახვიოთ ცეცხლში და მოახერხეთ უკვე, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ეს "ზონდერები" ტყუილად არ იყრიან იქ თავს, ეს "ზონდერები" საქართველოსთვის მზადდებიან.
იმ საწყალ ბიჭს რას ვერჩი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა უკრაინაში, იქ ადამიანები კეთილი ნებითაც იბრძვიან და მათ წინაშე ქედს ვიხრი, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი შემართებით აქ უნდა გვებრძოლა 2008 წელს. თუ ასეთი მეომრები გვყავდა, დღე-ნახევარში ომი არ უნდა წაგვეგო! საკუთარი სამშობლოს დაცვა ვერ შევძელით, სხვისი სამშობლო როგორ უნდა დავიცვათ“;
„ვინც ეს დღეები "ურტყამდა" თავდაცვის მინისტრს, ყველანი არიან პოლიტიკური სპეკულანტები, პოლიტიკური "პროსტიტუტკები", სხვა მეტი ამას არავინ გააკეთებდა...”, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.