
„ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდანაც. ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუს ხალხთან და რუსეთის ხელისუფლებასთანაც“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
მან დაამატა, რომ ეს პრაგმატული, კონსტრუქციული მიდგომა, სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განახლება მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაც პრინციპული საკითხია:
„მაგრამ ჩვენთვის ცალსახად პრინციპულია დაკარგული, ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.