
საქართველოს პრემიერმინისტრმა, როგორც თავად აღნიშნა, „ტაბულას“ რეპლიკის პასუხად, განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ყოფილიყო, აქ უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია.
„დღეს რომ ყოფილიყო აქ მიხეილ სააკაშვილი, დღეს აქ იქნებოდა საშინელება, იქნებოდა ომი და საშინელება... ბევრად უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია, ამას მოახერხებდა თქვენი სააკაშვილი...
რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა პოლიტიკაში, აქ ბევრად უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე მან აღნიშნა, რომ როცა სჭირდება, ბიძინა ივანიშვილს რჩევისთვის მიმართავს და ამის არ ერიდება: "ჩვენ ზოგადად, არ უნდა გვერიდებოდეს რჩევის მიღების", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.