
„თქვენი შეკითხვა არის პროვოკაციული, ეს არ არის თქვენი შეკითხვა, ის მომზადებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტაბულას“ ჟურნალისტს, როცა მან ჰკითხა, არის თუ არა პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.
როცა „ტაბულას“ ჟურნალისტმა განმეორებით ჰკითხა არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მტერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აკეთებს გაუაზრებელ განცხადებებს და მოუწოდებს ქართველ ჯარისკაცებს, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ დათმონ თავისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და წავიდნენ სხვაგან საომრად.
მოგვიანებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს გააკეთოს ისეთი განცხადებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ 20%-იან სექტას ესიამოვნება.