რურუა: ვინც "პროქართველობას" დაიბრალებს, ის სინამდვილეში პრორუსია და პუტინზე მუშაობს"

Image

საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა საკუთარი "ფეისბუქის“ გვერდზე ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებისას ტერმინ "პროქართულის" მნიშვნელობას განმარტავს:

 

"მაესტროს" ჟურნალისტების სამსახურიდან მასობრივი გამოშვების ერთ-ერთ მიზეზად ამ არხის ახალი იდეოლოგიის - "პროქართული" იდეოლოგიის დანერგვა მოიშველია არხის მფლობელმა.

 

მინდა მკაფიოდ განვმარტო ტერმინი "პროქართული" ელემენტარული კრიტიკული აზროვნების მოშველიებით.

 

რუსებს საბჭოთა დროიდან დიპლომატიაში ჰქონდათ ასეთი ფანდი - ისინი მოწინააღმდეგეს იმას აბრალებდნენ, რასაც თვითონვე აშავებდნენ, და ამით მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ "მე თუ ცუდი ვარ, ისიც ჩემნაირია. ყოველშემთხვევაში, ბევრად უკეთესი არაა". ანუ, იმას ვერ ბედავდნენ, რომ ეთქვად, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ამიტომ თავისუფალ სამყაროს მაქსიმალურად 'იახლოვებდნენ' სიცუდეში ცილისწამების კამპანიებით.

 

დღევანდელ საქართველოშიც, როდესაც მესმის სიტყვა "პროქართული", ვხვდები მის კონოტაციასაც, რას სიტყვასიტყვით ასე იშიფრება: "მე არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი. მე პრო-ქართველი ვარ" - ვითომ რუსეთი და დასავლეთი (ევროპა-ამერიკა) იგივე იყოს, რაც რუსეთია. ეს ფანდიც ძველი საბჭოთა ზემოთმოყვანილი ფანდის მახინჯი მუტაციაა.

 

სინამდვილეში ეს სწორედ ისაა, რაც რუსეთს ჩვენგან უნდა: ჩვენი ფსევდო "პრო-ქართველობა", რაც ერთ რამეს - დასავლეთის ჩვენგან გაუცხოებას გულისხმობს. ამიტომ ეს ყბადაღებული "პრო-ქართველობა" სინამდვილეში ერთ რამეს ნიშნავს - პრორუსულობას. და იცოდეთ, რომ ყველა, ვინც "პროქართველობას" დაიბრალებს ხმამაღლა, ის სინამდვილეში პრორუსია და პუტინზე მუშაობს",- წერს რურუა საკუთარ "ფეისბუქზე“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !